Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709641&print=yes&view=jobs
 
გეოდეზისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეოდეზისტი
მომწოდებელი: არ სი ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
შპს "არ სი ქონსთრაქშენ"-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობა, პროექტირება და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება. კომპანიას შესრულებული აქვს 200-მდე პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.

შპს "არ სი ქონსთრაქშენ" ეძებს გეოდეზისტს, რომელიც მზად არის გამოცდილ გუნდთან ერთად შეასრულოს სხვადასხვა სამშენებლო პროექტები. თუ გაქვთ ამბიცია, ჩაერთოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი

მდებარეობა: საქართველო, თბილისი, რეგიონები პროექტის ადგილმდებარეობის შესაბამისად.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** ტოპოგრაფიული რუქის მოსამზადებლად საველე და კამერალური აზომვა/დამუშავება
** დაკვალვა: საპროექტო ღერძების, ტრანშეის ტრაექტორიისა და ნიშნულების (რეპერების) გამოტანა საბაზისო წერტილებიდან.
** მოცულობების კონტროლი: მიწის სამუშაოების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ აზომვა, მიწის კარტოგრამების მომზადება და მოცულობების დადასტურება.
** საშემსრულებლოს ნახაზები (As-built): ტრანშეების და ქვაბულის ფაქტობრივი მდგომარეობის აზომვა და ნახაზების მომზადება.
** მონიტორინგი: ნიშნულების და კოორდინატების კონტროლი, სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის წერტილების მოწყობა და პერიოდული რეპორტინგი.
** გეოდეზისტის ყოველდღიური ყოფნა ობიექტზე სრული განაკვეთით.
** სამუშაოს შესასრულებლად გარკვეულ პროგრამებში მუშაობა (მოიცავს და არ შემოიფარგლება: AutoCAD და სხვა);

დასაქმებულს ამ თანამდებობაზე მოეთხოვება:

კვალიფიკაცია/მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გეოდეზიის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მონათესავე სფეროში.
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გეოდეზისტის პოზიციაზე, სასურველია სამშენებლო სფეროში.
** გეოდეზიური ხელსაწყოების (GPS, ელექტროტახომეტრი, ნიველირი) თავისუფლად ფლობა და გამოყენების გამოცდილება.
** AutoCAD Civil 3D, GIS ან სხვა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მაღალ დონეზე ცოდნა.
** საქართველოს საკანონმდებლო ბაზის, ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა მიწის აზომვითი სამუშაოების კუთხით.

უნარ-ჩვევები:

** დავალების ზედმიწევნით შესრულების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი, სიახლეებთან მარტივად ადაპტაციის უნარი

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@rc.ge, ხოლო სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

შენიშვნა: შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია