Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709573&print=yes&view=jobs
 
საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბათუმი ინვესტმენტი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
კომპანია "ბათუმი ინვესტმენტი" სამშენებლო დეველოპერული კომპანიაა რომელიც უკვე 10 წელზე მეტია აშენებს პრემიუმ კლასის მაღალი ხარისხის საცხოვრებელ კომპლექსებს ბათუმში და მის შემოგარენში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორის პოზიციაზე ჩაქვში.

ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული, პლიუს ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო ადგილი: ჩაქვი, ხიმშიაშვილის ქ #1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-დან 14:00-მდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპლექსში არსებული ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის ორგანიზება;
** არსებული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** კომპლექსის მართვის ორგანიზება;
** კომპლექსში არსებული, მართვაში აღებული უძრავი ქონებების გაქირავება;
** კომპანიის პორტფელში არსებული უძრავი ქონების გაყიდვებზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი და სერვისზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/ (CV) ელფოსტაზე Ltd.batumiinvestment@gmail.com

გთხოვთ, CV-ში მიუთითეთ დაბადების თარიღი.

CV აუცილებელია იყოს თქვენი ფოტო.

კომპანიის ვებგვერდი http://www.Batumiinvestment.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია