|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - B2B
|
| მომწოდებელი:
Guardline
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
"Guardline" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი (B2B) - ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (PPE)
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ:
"Guardline" წარმოადგენს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) მომწოდებელ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის უსაფრთხოების პროდუქტებს სხვადასხვა ინდუსტრიისთვის.
პოზიციის აღწერა:
ვაკანსია განკუთვნილია აქტიური და შედეგზე ორიენტირებული გაყიდვების მენეჯერისთვის, რომელიც პასუხისმგებელი იქნება B2B სეგმენტში ახალი კლიენტების მოძიებასა და არსებული კლიენტების მართვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** B2B კლიენტების მოძიება და განვითარება
** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა (პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულებამდე)
** კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება
** კომერციული შეთავაზებების მომზადება
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი
** გაყიდვების გეგმების შესრულება და გადაჭარბება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია B2B მიმართულებით)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** შედეგზე ორიენტირებულობა და პროაქტიული მიდგომა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** მართვის მოწმობა (სასურველია)
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** სწრაფი სწავლის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@guardline.ge
სათაურში მიუთითეთ: "Sales Manager - Guardline"
|
|
|
|