Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709536&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 21 მარტი / ბოლო ვადა: 21 აპრილი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ახალი ხედვის მაღაზიათა ქსელში, ასევე ონლაინ.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიუჯეტირების და ფინანსური კონტროლის სისტემის შექმნა;
** Cash Flow და P&L მართვა;
** Plan vs Actual ანალიზი;
** ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** დებიტორების / კრედიტორების მართვა;
** ფინანსური მოდელების შექმნა (ახალი პროექტები);
** რეპორტინგის სისტემის დანერგვა;
** ERP / ფინანსური სისტემების დანერგვაში და განვითარებაში აქტიური მონაწილეობა;
** მენეჯმენტისთვის სტრუქტურირებული ფინანსური ანალიტიკის და გადაწყვეტილების მხარდამჭერი ანგარიშების მომზადება;
** წლიური აუდიტის პროცესის მართვა და აუდიტორებთან კოორდინაცია;
** ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო შესაბამისობის კონტროლი;
** შიდა ფინანსური კონტროლისა და რისკების მართვის სისტემის განვითარება.

აუცილებელი შედეგები:

** ბიუჯეტის შექმნა და კონტროლი;
** ფინანსური რეპორტინგის სტრუქტურა;
** აუდიტისთვის სრულად გამართული ფინანსური მონაცემები;
** ანალიტიკა ციფრებით და კონკრეტული შედეგებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 3+ წელი ფინანსურ მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილება;
** Excel და ფინანსური მოდელირების სრულყოფილად ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** აუდიტთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა/დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** რეალურ გავლენას ბიზნესზე;
** ზრდის შესაძლებლობას (CFO მიმართულებით);
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ფინანსური მენეჯერი).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია