|
დასახელება:
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 21 მარტი
/ ბოლო ვადა: 05 აპრილი
|
"არქი ჰოსფითალითი" არის "არქი ჰოლდინგის" შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს თბილისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება ბრენდის ონლაინ განვითარებაში, სარეკლამო კამპანიების მართვასა და საინტერესო კონტენტის შექმნაში.
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია
** Facebook / Instagram / Google Ads პლატფორმებთან მუშაობა
** სოციალური მედიის გვერდების მართვა და განვითარება
** კონტენტ-გეგმის შექმნა და განხორციელება
** პოსტების, სთორების და სარეკლამო ტექსტების მომზადება
** აუდიტორიის ზრდაზე, ჩართულობასა და ბრენდის ცნობადობაზე მუშაობა
** შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება
ვინ გვჭირდება:
** გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში, რეკლამასა და სოციალურ მედიაში
** Advertising პლატფორმების პრაქტიკული ცოდნა
** კონტენტის შექმნის კარგი უნარი
** კრეატიული აზროვნება და თანამედროვე ტრენდების შეგრძნება
** პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
რას გთავაზობთ ჩვენ:
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას, რეალურად მოახდინო გავლენა ბრენდის ზრდაზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.Ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 05 აპრილი, 2026
გაცნობებთ, რომ "არქი ჰოსფითალითი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
|
|
|
|