Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709510&print=yes&view=jobs
 
კაზინოს პროდუქტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაზინოს პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 21 მარტი / ბოლო ვადა: 21 აპრილი
"კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კაზინოს პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა/სამუშაო ფორმატი: თბილისი/ოფისიდან.
სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00
ინდუსტრია: ონლაინ, აზარტული თამაშები

ფუნქცია-მოვალეობები:

** კაზინოს პროდუქტის სტრატეგიის განსაზღვრა და მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კაზინოს პროდუქტის განვითარება და აღნიშნული მიზნით დეველოპმენტის, მარკეტინგის, პრომო, ფინანსურ და სხვა გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა;
** კაზინოს თამაშების მენეჯმენტის პროცესების დანერგვა;
** კაზინოს თამაშების არსებულ მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება კომერციულ, ტექნიკურ, პრომო და სხვა საკითხებზე;
** კაზინოს თამაშების ახალ მომწოდებლებთან/ პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაციის ჩამოყალიბება, კომერციული პირობების შეთანხმება;
** კაზინოს თამაშების პორტფელის მენეჯმენტი, მათ შორის, ახალი ვენდორების და თამაშების დამატება;
** კაზინოს თამაშების სერტიფიცირების პროცესში ჩართულობა, სერტიფიკატებისა და საჭირო დოკუმენტების მოძიება;
** კაზინოს თამაშების პერფორმანის ყოველდღიური მონიტორინგი;
** რეკონსილაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** კაზინოს პროდუქტთან დაკავშირებული იდენტიფიცირებული ინციდენტების მოგვარებაში ჩართულობა;
** კომპანიის მიზნების შესაბამისად დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** დეპარტამენტის და კომპანიის მიზნების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით ყოველდღიურ ოპერაციებში ჩართულ და დაკავშირებულ დეპარტამენტებთან რეგულარული კომუნიკაცია;
** კაზინოს გუნდის ჩამოყალიბება, დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, მათ მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** დეპარტამენტის სამუშაო ძალის და სამუშაო დროის განსაზღვრა, დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მოდიფიკაცია;
** მოთხოვნიდან გამომდინარე მენეჯმენტისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** ბაზრისა და კონკურენტების რეგულარული კვლევა და ანალიზი.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება iGaming-ის / ონლაინ კაზინოს, პროდუქტის მენეჯმენტის ან ოპერაციების მართვის მიმართულებით;
** კაზინოს თამაშების ვენდორებთან (providers) მუშაობის გამოცდილება;
** კაზინოს პროდუქტების, თამაშების პორტფელისა და მექანიკების (Slots, Live Casino, RNG და სხვ.) სიღრმისეული ცოდნა;
** iGaming ინდუსტრიის ტენდენციებისა და ბაზრის ცოდნა;
** სტრატეგიული და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, ინგლისური ენის მინიმუმ საშუალო ან მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური კომუნიკაციისთვის).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: bettingcompany25@gmail.com

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია