Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709499&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მიმართულების მთავარი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მიმართულების მთავარი მენეჯერი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 08 აპრილი
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას საბანკო ბარათების სამმათველოში, ფინანსური მიმართულების მთავარი მენეჯერის თანამდებობაზე. (კლირინგის მიმართულება)

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული
განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა: 8 აპრილი

ძირითადი მოვალეობები:

** საგადამხდელო სისტემასთან ანგარიშსწორება;
** კლირინგის წესების ცოდნა, რეკონსილაცია;
** პარტნიორ ბანკებთან ანგარიშსწორება;
** საბარათე ტრანზაქციებთან დაკავშირებული პროცესები მართვა/მონიტორინგი/კონტროლი;
** ბანკის ბანკომატების ანგარიშების მონიტორინგი და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბანკის/ფინანსური ინსტიტუტის საბარათე განყოფილებაში/დეპარტამენტში, კლირინგის მიმართულებით;
** მსგავს/მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საბარათე სისტემების ცოდნა;
** საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების რეგულაციების ცოდნა;
** MS Excel-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "Cards-კლირინგის მიმართულება"

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 8 აპრილი 2026 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია