Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709480&print=yes&view=jobs
 
ბუღლატერ-ოპერატორი/ბუღალტრის ასისტენტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღლატერ-ოპერატორი/ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: ონიქს კორპორეიშენი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
შპს "ონიქს კორპორეიშენი" ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული წარმოების ბუღლატერ-ოპერატორის/ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო ფორმატი: საოფისე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

** საბანკო ოპერაციების გატარებები პროგრამაში
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება, აღრიცხვა და დაარქივება
** წარმოების გატარებები პროგრამაში და ნაშთების გასწორება
** RS.ge-ზე სხვადასხვა დავალებების შესრულება
** სასაქონლო - მატერიალური მარაგების აღრიცხვა/შესყიდვის ზედნადებების მიღება
** FINA-ში მუშაობა
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

** სასურველია 1-2 წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის განხრით, ან საბუღალტრო კურსის გავლის სერთიფიკატი)
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office), მათ შორის Excel-ის კარგი ცოდნა (სავალდებულოა)
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** სისტემური აზროვენება და დეტალებზე ორიენტირებული
** განვითარებული ანალიტიკური უნარები
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართებზე: hr@onyxcorporation.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია