|
დასახელება:
არანავთობპროდუქტების რეალიზაციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ლუკოილ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
შპს "ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას. გარდა საწვავისა, შპს "ლუკოილ-ჯორჯია" ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს. ლუკოილისთვის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები.
ჩვენ წარმოგიდგენთ ვაკანსიას: არანავთობპროდუქტების რეალიზაციის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტების და გარე ვაჭრობის ობიექტების გამართულად მუშაობაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ფასების განახლება და მათი კონტროლი;
** კონკურენტების ფასების მონიტორინგი და ფასების კორექტირებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;
** ზედნადებების მიღება/დაბრუნების და ნაშთების კონტროლი;
** არსებულ ობიექტებზე კანონმდებლობით და შინაგანაწესით გათვალისწინებული ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
** წარმოების ეფექტური მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი;
** სამუშაო პროცესის გამართულად წარმართვა;
** თანამშრომელთათვის გადანაწილება და სამუშაო გეგმის დროული/ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
** გამოშვებული პროდუქციის ხარისხის რეგულარული მონიტორინგი;
** ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა;
** ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების, HACCP-ის სისტემის მართვა და კონტროლი;
** ხარჯის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@lukoil.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
|
|
|
|