Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709466&print=yes&view=jobs
 
პურ-ფუნთუშეულის ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის ტექნოლოგი
მომწოდებელი: იფქლი დიღომი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის ტექნოლოგის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი

პროფესიული ცოდნა და უნარები:

** ტექნოლოგიური პროცესების სიღრმისეული ცოდნა,
** წარმოების ტექნოლოგიური ხაზების და აღჭურვილობის ცოდნა,
** ხარისხის კონტროლის მეთოდების ცოდნა,
** რეცეპტურების შემუშავებისა და კორექტირების უნარი,
** საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა (HACCP, ISO სტანდარტების ცოდნა),
** ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შედგენის უნარი,
** პრობლემების დიაგნოსტირების უნარი.

განათლება: სურსათის, კვების ტექნოლოგიის დიპლომი, სპეციალიზაცია პურ ფუნთუშეულის ტექნოლოგია (ბაკალავრი ან პროფესიული კოლეჯი)

გამოცდილება და უნარები:

** საწარმოო გამოცდილება 3 წელი
** გუნდში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა და სიზუსტე

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV მისამართზე ipklihr@gmail.com. სათაურის ველში ჩაწერეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია