Робота для біженців з України
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
ა (ა)იპ "ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი.

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამეცნიერო კვლევის განხორციელება და კვლევის შედეგების აკადემიური სტანდარტების შესაბამისად გამოქვეყნება;
** სამეცნიერო კვლევის შინაარსის, კვლევის მეთოდებისა და საშუალებების განსაზღვრა;
** ეროვნული და საერთაშორისო საგრანტო პროგრამების ფარგლებში კონკურსებში აქტიური მონაწილეობა, კვლევითი პროექტების ინიციირება და დაფინანსების მოპოვებაზე ორიენტირებული წინადადებების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელისთვის;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B2 დონე.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@law.org.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე