|
დასახელება:
მოლარე-რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
შპს მედ ემერჯენსი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 აპრილი
|
შპს "მედ ემერჯენსი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მოლარე-რეგისტრატორი.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 102, ბ
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;
** პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების და ღირებულების შესახებ;
** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეტანა;
** სალაროს დოკუმენტაციის წარმოება და დღის დახურვა სალაროში;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრული დაცვა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: ჩაითვლება უპირატესობად.
სავალდებულოა:
** უმაღლესი განათლება; ბაკალავრი;
** ინგლისური, რუსული ენების ფლობა;
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელექტრონულად მისამართზე: HR@medemergency.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-რეგისტრატორი".
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 16 აპრილი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|