|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Match Up Consulting
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული ოფისის მენეჯერი, რომელმაც იცის რუსული და ინგლისური ენები, გამართულად მუშაობს საოფისე პროგრამებში - სწორედ შენ გეძებთ!
"Match Up Consulting"-ი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს ოფისის მენეჯერს
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები
** ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (ბელიაშვილის ქუჩა; სამომავლოდ - ორთაჭალა)
** შვებულება - 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებში- დასვენება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** პროფესიული ტრეინიგი მუშაობის დაწყებამდე
** კარიერისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ორგანიზაციის საქმიანობის ოპერატიული და ორგანიზაციული მხარდაჭერა
** დოკუმენტების მართვა და საქმიანი მიმოწერა
** საკადრო დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება, მისი აღრიცხვა და შენახვა
** საქმისწარმოების მართვა: მომხმარებლებისთვის დოკუმენტაციის გაგზავნა, საფოსტო კომპანიებთან კომუნიკაცია; დოკუმენტების გაცემა
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა ფოტომასალის დახარისხება
** საოფისე მუშაობის კოორდინაცია: საკანცელარიო და სხვა საოფისე მარაგების მართვა ვიზიტორთა მიღება-გამასპინძლება
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება
გაგვიხარდება თუ:
** გაქვს უმაღლესი განათლება
** გაქვს გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე
** გაქვს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suit)
** იცი ქართული, რუსული და ინგლისური ენები კარგად
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/p6WYI
|
|
|
|