Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709323&print=yes&view=jobs
 
მობილური ჯგუფის ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობილური ჯგუფის ფსიქოლოგი
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 03 აპრილი
World Vision საქართველო აცხადებს ვაკანსიას მობილური ჯგუფის ფსიქოლოგის პოზიციაზე.

გთხოვთ CV-ის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითოთ მეილის სათაურში პოზიციის დასახელება, რომელსაც განიხილავთ.

პოზიციის სახელწოდება: მობილური ჯგუფის ფსიქოლოგი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში, 24 საათი, ყოველ მეოთხე დღეს (შაბათ-კვირისა და არასამუშაო დღეების ჩათვლით).

პოზიციის წინაპირობა:

საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ერთობლივი "მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის" გადაუდებელი რეაგირების მიმართულების ფარგლებში ფუნქციონირებს მობილური ჯგუფი, რომლის მიზანიცაა მოახდინოს ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების იდენტიფიცირება, მათი აღრიცხვა, სხვადასხვა მათთვის საჭირო მომსახურებებთან დაკავშირება და მათი გრძელვადიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა. გადაუდებელი რეაგირების პროგრამის ფარგლებში მობილური ჯგუფის წევრები (სახელმწიფო სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, თანასწორ-განმანათლებელი და ადმინისტრაციული მუშაკი) იღებენ ვალდებულებას ყოველ მეოთხე დღეს (მათ შორის არასამუშაო საათებში და უქმე დღეებში) მოახდინონ რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ზარებსა და ბავშვებთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებზე.

პოზიციის მიზანი და ძირითადი პასუხისმგებლობები:

პოზიციის მიზანია: დაამყაროს ურთიერთობა მიუსაფარ, ქუჩასთან დაკავშირებულ და გადაუდებელ სიტუაციაშ მყოფ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან, მოიპოვოს ბავშვების ნდობა და უზრუნველყოს ბავშვების ჩართულობა ბავშვთა დაცვის სხვადასხვა მომსახურებებში მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიზნით. ფსიქოლოგის ვალდებულებას შეადგენს მიიღოს მონაწილეობა მიუსაფარი, ქუჩასთან დაკავშირებული, რისკის ქვეშ მყოფი და მოწყვლადი ბავშვების მოძიების, მოძიების, მათი ძალადობრივი სიტუაციიდან გამოყვანის, უსაფრთხო გარემოში გადაყვანისა და მათთან კომუნიკაციის დამყარების პროცესში. გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოთხ დღეში ერთხელ 24-საათიანი სამუშაო შეასრულოს და შესაბამისი რეაგირება განახორციელოს მიღებულ შეტყობინებებზე, მოახდინოს ბავშვთა დაცვა სხვადასხვა სახის ძალადობის შემთხვევებისგან.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გადაუდებელ შემთხვიევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განახორციელოს მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირება;
** 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განახორციელოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი გაძადობისაგან ძალადობის (ხელახალი ვიქტიმიზაციისაგან) დაცვის ხელშეწყობა;
** გადაუდებელ შემთხვევებში 24-საათიანი მექანიზმის ფარგლებში განახორციელოს მიუსაფარი, ასევე ძალადობა განცდილი ბავშვების განთავსება უსაფრთხო გარემოში;
** მობილური ჯგუფის წევრებთან ერთად იმუშაოს ბენეფიციარების სერვისთან დაკავშირების, დამაგრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით;
** მობილური ჯგუფის უფროსი სოციალური მუშაკის მოთხოვნის შემთხვევაში, შეასრულოს არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლის ფუნქცია სამართალდამცავ ორგანოებში;
** შეაფასოს ბენეფიციარების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და სოციალურ მუშაკთან ერთად დაგეგმოს საჭიროების შესაბამისი ინტერვენცია;
** ხელი შეუწყოს ჯგუფის წევრებს დაგეგმილი ინტერვენციის განხორციელებაში;
** დაამყაროს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ბავშვებთან და დაეხმაროს ჯგუფის სხვა წევრებს ბავშვებთან კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
** მოახდინოს ბავშვების სწრაფი შეფასება მათი განვითარებისა და განათლების დონის შეფასების მიზნით;
** შეაფასოს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და იმუშაოს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თუ ასეთი საჭიროება არსებობს;
** ბავშვებს მიაწოდოს ინფორმაცია სოციალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკითხზე (მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესთან და სხვა სასიცოცხლო უნარებთან დაკავშირებით);
** ხელი შეუწყოს ბავშვის ჩართვას არაფორმალური განათლების, გართობისა და სპორტულ აქტივობებში;
** უშუალოდ იმუშაოს ბავშვთან, ინდივიდუალური ან ჯგუფური აქტივობების მეშვეობით.
** გაუწიოს კონსულტირება ბავშვებსა და მათ ოჯახებს კრიზისული და გადაუდებელი სიტუაციების დროს;
** დაიცვას ორგანიზაციის შიდა პოლიტიკები და იმოქმედოს ბავშვთა და ზრდასრულ ბენეფიციართა დაცვის ქცევის პროტოკოლის შესაბამისად;
** შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებლობები კომპეტენციის ფარგლებში მენეჯერის დავალებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** ფსიქოლოგიური კონსულტაციების ჩატარებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან (ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, კანონთან კონფლიქტში მყოფი და ა.შ.) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** შეფასების ინსტრუმენტის შემუშავების გამოცდილება;
** ზოგადი წარმოდგენა ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკის შესახებ;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები (ვერბალური და წერითი);
** ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საჭიროებების და გამოწვევების ცოდნა და მათზე რეაგირების გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა;
** რთული სიტუაციების მშვიდად და დროულად მოგვარების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org გთხოვთ პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

გთხოვთ, რეზიუმეში დაამატოთ თანხმობის განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეზიუმე მოხვდება შერჩეულ კანდიდატებს შორის ადასტურებთ, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 3 აპრილი.

ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმე/ბიოგრაფია და სხვ.) გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსული დაამუშაოს, შეაგროვოს და შეინახოს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ფარგლებში, თქვენი შერჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე და/ან მომავალ ვაკანსიებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ გაქვთ უფლება:

მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემებია დამუშავებული თქვენზე ორგანიზაციის მიერ;
ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა, დაბლოკვა ან/და წაშლა. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: Recruitment_Georgia@wvi.org
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორგანიზაციას გაუზიარებს დამატებით პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემებს), ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"კანონის შესაბამისად.

"World Vision საქართველოს"მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის - "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

"World Vision საქართველო"არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობას და აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ყველა კანდიდატს და თანამშრომელს, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია