Робота для біженців з України
მარკეტინგის კრეატიული ოპერაციების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის კრეატიული ოპერაციების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: აგრო ფორსი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
შპს აგრო ფორსი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის კრეატიული ოპერაციების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: ქ.თბილისი, მარნეულის ქ. #44
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან 17:30-მდე;
ანაზღაურება: სწავლება / სტაჟირების პერიოდი: 1700 ლარი; შტატში აყვანის შემდეგ: 1800 ლარიდან ზევით, კვალიფიკაციიდან და შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@borun.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: მარკეტინგის კრეატიული ოპერაციების უმცროსი სპეციალისტი - აგრო ფორსი"

"აგრო ფორსი" არის სასოფლო-სამეურნეო კომპანია, რომელიც ყიდის პესტიციდებს და სასუქებს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, ფეისბუქის გვერდი და ონლაინ მაღაზია, სადაც ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს ვთავაზობთ მომხმარებლებს.

კომპანია ეძებს კრეატიულ, მოტივირებულ და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეუერთდება კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტს.
ეს პოზიცია იდეალურია ადამიანისთვის, რომელსაც სურს განვითარდეს მარკეტინგის სფეროში, იმუშაოს თანამედროვე AI ინსტრუმენტებთან და ჩაერთოს მრავალფეროვან მარკეტინგულ პროექტებში.

შპს "აგრო ფორსის" მარკეტინგის გუნდი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებაზე — კამპანიები, კონტენტი, პროდუქტის პრეზენტაციები, გადაღებები, რეგიონული პროექტები და ახალი მარკეტინგული ინიციატივები.

კომპანია აქტიურად უჭერს მხარს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული მარკეტინგული მასალების მომზადება
** მარკეტინგის დეპარტამენტის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
** კონტენტის შექმნაში და კრეატიული იდეების გენერირებაში მონაწილეობა
** AI მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენება მარკეტინგული პროცესების გასაუმჯობესებლად
** გადამღებ ჯგუფთან ერთად რეგიონებში გასვლა საჭიროების შემთხვევაში
** დოკუმენტების თარგმნა საჭიროების შემთხვევაში

მოთხოვნები:

** მარკეტინგის სფეროს მიმართ ძლიერი ინტერესი
** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** AI ინსტრუმენტების ცოდნა (მაგ. ChatGPT, Canva AI ან მსგავსი)
** კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების გენერირების უნარი
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობა
** ორგანიზებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ:

** მუშაობას მრავალფეროვან მარკეტინგულ პროექტებზე
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე მარკეტინგულ გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას კომპანიაში

წინა სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — მნიშვნელოვანია მოტივაცია და განვითარების სურვილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე