|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება გამოყენებითი გეოფიზიკის დეპ.-ში
|
| მომწოდებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში.
სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე, დასაქმების პერსპექტივით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საველე გეოფიზიკურ კვლევებში მონაწილეობა;
** საოფისე სამუშაოებში ასისტირება;
** დეპარტამენტის საქმიანობაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები).
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენისა და MS Office ცოდნა;
ქცევითი კომპეტენციები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალობა;
** ველზე მუშაობის უნარი.
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 10 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ies@iliauni.edu.ge
აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში".
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|