Робота для біженців з України
N41 დადგენილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: N41 დადგენილების სპეციალისტი
მომწოდებელი: სპექტრუმი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
კომპანია "სპექტრუმი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.

ვაცხადებთ ვაკანსიას №41 დადგენილების სპეციალისტის პოზიციაზე.

კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს არქიტექტურული პროექტების სრული ციკლის მართვა — კონცეფციიდან სამუშაო დოკუმენტაციამდე, მოქმედი სამშენებლო რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნითი დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, განვითარება და ოპტიმიზაცია ყველა ფაზაზე;
** პროექტის არქიტექტურული ნაწილის სრულყოფილი დამუშავება და მართვა;
** დეტალური სამუშაო ნახაზების, კვანძებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის ნორმატიული შესაბამისობის უზრუნველყოფა (საქართველოს მთავრობის №41 დადგენილების მოთხოვნების გათვალისწინებით);
** მჭიდრო კოორდინაცია მომიჯნავე დისციპლინებთან (კონსტრუქციული და საინჟინრო ნაწილები);
** საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების პროცესში მონაწილეობა მუნიციპალურ და სახელმწიფო უწყებებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** მოქმედი ლიცენზია/სერტიფიკატი არქიტექტურულ საქმიანობაზე (№41 დადგენილების ექსპერტი);
** 2-დან 5 წლამდე პროფესიული სამუშაო გამოცდილება;
** Revit-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** სამშენებლო რეგულაციების, ტექნიკური სტანდარტებისა და დეტალიზაციის საფუძვლიანი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული და დამატებითი უნარები:

** კომპლექსური პროექტების დამოუკიდებლად მართვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია საზოგადოებრივ ან მრავალფუნქციურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "№41 დადგენილების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

"სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ "სპექტრუმის" ელფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე