|
დასახელება:
იურიდიული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მენეჯმენტის ინსტიტუტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
"მენეჯმენტის ინსტიტუტი მაინს" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული მენეჯერის პოზიციაზე.
ორგანიზაციის ხედვა
"მენეჯმენტის ინსტიტუტი" უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციაში შედეგზე ორიენტირებულ, ხარისხიან და სრულ მენეჯმენტს. პროექტები ხორციელდება საქართველოში და ეტაპობრივად იგეგმება საერთაშორისო გაფართოება. ორგანიზაციის სტრუქტურა ჰორიზონტალურია; საქმიანობა ეფუძნება თანამშრომლობის პრინციპს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საქართველოს კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა, განსაკუთრებით სამოქალაქო, ადმინისტრაციული და ბიზნეს/კორპორატიული სამართლის მიმართულებით;
** სახელშეკრულებო სამართლის ცოდნა და სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებისა და სამართლებრივი ანალიზის გამოცდილება;
** ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების უნარი;
** სასამართლო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, კერძო იურიდიულ პირებთან ურთიერთობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის და ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის კომპეტენცია.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებების, ბრძანებების, შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და კონტროლი;
** ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შეფასება;
** სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ორგანიზაციის ინტერესების დაცვა;
** მენეჯმენტისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:
** CV (რეზიუმე);
** მოკლე სამოტივაციო წერილი (სასურველია).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mains.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
|
|
|
|