Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709055&print=yes&view=jobs
 
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თრექინგს.ჯი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ფინანსური მდგომარეობის მუდმივი ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მომზადება;
** ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი;
** ფინანსური პროგნოზების, ფულადი სახსრების (Cash Flow) პროგნოზისა და სხვადასხვა სცენარების მომზადება;
** მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგის წარმოება, შექმნა;
** ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება;
** საბიუჯეტო და სტრატეგიული ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია, ვიზუალური ფინანსური dashboard-ების;
** ძირითადი ფინანსური KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური რეკომენდაციების მომზადება;
** სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის/დამუშავების ტექნიკების გამოყენება შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის;
** ახალი ინიციატივების, პროექტებისა და ინვესტიციების ფინანსური შეფასება;
** კომპანიის ბიზნეს განვითარების პროცესში მონაწილეობა;
** მენეჯმენტისთვის სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმის წარდგენა;
** ფინანსური პროცესების მართვის კუთხით პირადი ხედვის და ინიციატივების შეთავაზება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;

კვალიფიკაცია:

** უმაღლეს განათლებას ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან თანმდევი დარგის მიმართულებით;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
** მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე;
** სასურველია ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა და გუნდური მუშაობა;

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitapass - ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე; 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და გამოგზავნოთ რეზიუმე/CV ელ.ფოსტაზე: hr@trackings.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია