Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709039&print=yes&view=jobs
 
AI ვიდეო კონტენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AI ვიდეო კონტენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: პალიტრა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
"პალიტრა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია აცხადებს ვაკანსიას AI ვიდეო კონტენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** AI ვიდეო ინსტრუმენტების გამოყენებით მოკლე ვიდეოებისა და სარეკლამო კონტენტის შექმნაში მონაწილეობა;
** სკრიპტებისა და იდეების საფუძველზე AI-გენერირებული ვიდეო კონტენტის მომზადებაში დახმარება;
** ვიდეოების მონტაჟსა და ვიზუალურ დახვეწაში ჩართულობა;
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში;
** AI პრომპტების ტესტირება და მათი გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა;
** ახალი AI ვიდეო ტექნოლოგიებისა და ტრენდების შესწავლა და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** AI ვიდეო ინსტრუმენტებითა და ციფრული კონტენტის შექმნის ინტერესი;
** სასურველია საბაზისო ცოდნა ვიდეო მონტაჟში;
** სასურველია გამოცდილება ან ცოდნა AI ინსტრუმენტებთან (მაგ: Google Veo, NanoBanana და სხვ.);
** სასურველია პორტფოლიო (AI-გენერირებული ვიდეოები, ვიზუალური ან მარკეტინგული კონტენტი).

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** სწავლისა და განვითარების სურვილი.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ. #49

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 აპრილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია