Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709003&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრული პროგრამის ადმინისტრატორ/ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრული პროგრამის ადმინისტრატორ/ოპერატორი
მომწოდებელი: ზოოჰაბი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
მაღაზიათა ქსელი, "ზოოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული პროგრამის ადმინისტრატორ/ოპერატორის (APEX) პოზიციაზე თბილისში.

"ზოოჰაბი" 2018 წლიდან წარმატებით ვითარდება საქართველოში, აერთიანებს 15-ზე მეტ ფილიალს და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ცხოველების საკვებს, აქსესუარებსა და ზოო-ჰიგიენურ პროდუქტებს.

გაიგეთ მეტი: https://www.facebook.com/zoohub/

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა APEX-ში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამის ყოველდღიური ადმინისტრირება და პროცესების მართვა
** ფასების, გაყიდვებისა და შესყიდვების მონიტორინგი და მონაცემთა შესაბამისობის შემოწმება
** ნომენკლატურის მართვა, აქციების დაგეგმვა, გარდაქმნების ადმინისტრირება და რეცეპტების შექმნა
** ფილიალების და ტექნიკური მოწყობილობების (სალარო აპარატები, ტერმინალები, სასწორები) მართვა
** სხვადასხვა ტიპის რეპორტების აწყობა და მონაცემების ანალიზი
** ფილიალებსა და ოფისში პროგრამული მხარდაჭერის ორგანიზება, სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება და გადაჭრაში მხარდაჭერა
** ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა დამატებითი ფუნქციური და საოპერაციო დავალებების შესრულება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები და საათები ორშაბათი - პარასკევი 10:00-17:00
** ადგილმდებარეობა: დიღომი ა. ბელიაშვილი (სათავო ოფისი)
** ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე;
** ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@zoohub.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია