Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708992&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო მასალების საცალო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო მასალების საცალო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 29 მარტი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ეველინა თავაძის 38ბ (სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ)

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ხარისხის, ფასების, დანიშნულების, საჭირო რაოდენობისა და სხვა დამატებითი პარამეტრების შესახებ;
** მომხმარებლისთვის კომპანიის არსებული სერვისებისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციისა და მომსახურების დროული და ხარისხიანი მიწოდების პროცესის კონტროლი;
** მიღებული შეკვეთების დროული და ზუსტი ასახვა ERP სისტემაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2026 წლის 29 მარტამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სამშენებლო მასალების საცალო გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია