Робота для біженців з України
დეკორატიული ფილის ჭრის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეკორატიული ფილის ჭრის სპეციალისტი
მომწოდებელი: იტონგ კავკასუსი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
"იტონგ კავკასუს"-ი არის ენერგოეფექტური ავტოკლავური აირბლოკის მწარმოებელი კომპანია. "იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ავტოკლავური აირბეტონის წარმოებისა და რეალიზების ექსკლუზიური უფლება გერმანული ბრენდის Ytong-ის სახელით. https://ytong.ge/

"იტონგში" ვეძებთ დეკორატიული ფილის ჭრის სპეციალისტს

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური შრომის შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე მუშაობის პროცესში.

ფუნქციები:

** აირბლოკის (ფილის) დაჭრა მითითებული ზომების მიხედვით;
** სამუშაო პროცესში ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** საჭიროებისამებრ, სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: სამუშაო დრო: 10:00 - 18:00, კვირაში 5 დღე (შაბათ-კვირა დასვენება)
** მდებარეობა: კახეთის გზატკეცილი, აეროპორტის მიმდებარედ.
** ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული + ბონუსი შესრულებული სამუშაოს მიხედვით

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით თქვენს CV-ს, მეილზე: info@ytong.ge.

გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება _ დეკორატიული ფილის ჭრის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე