|
დასახელება:
ხარისხის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ალფა პროექტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
შპს "ალფა პროექტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციაში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და განვითარება
** ხარისხის სისტემის შესაბამისობის უზრუნველყოფა ISO/IEC 17020:2012-2013 სტანდარტის მოთხოვნებთან
** შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელება
** ხარისხის დოკუმენტაციის (პროცედურები, ინსტრუქციები, ფორმები) მომზადება და განახლება
** აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა
** გამოვლენილი შეუსაბამობების ანალიზი და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა
** თანამშრომლების კონსულტირება ხარისხის მართვის სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიულის, ინჟინერიის, ტექნიკური ან ხარისხის მართვის მიმართულებით)
** ხარისხის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ISO/IEC 17020:2012-2013 სტანდარტის ცოდნა
** აკრედიტაციის პროცესებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
info.alphaprojectgeo@gmail.com
|
|
|
|