Робота для біженців з України
ქიმი დერმატოლოგი, ექიმი-ესთეტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქიმი დერმატოლოგი, ექიმი-ესთეტიკოსი
მომწოდებელი: კლინიკა ნოემი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
ესთეტიკური კლინიკა ნოემი აცხადებს ვაკანსიას ექიმი დერმატოლოგისა და ექიმი-ესთეტიკოსის პოზიციაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: info@noemie.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

1. დერმატო-კოსმეტოლოგი- ინფექციონისტი

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, დასვენება 2 დღე.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მოქმედი სახელმწიფო სერთიფიკატი, ლიცენზია, (შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი მოწმობა);
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და ანამნეზის შეკრება;
** სხვადასხვა სახის ინექციებზე მუშაობის გამოცდილება (ფილერი, ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია);
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** ექიმი უნდა იყოს მოტივირებული, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე.
** მოტივირებული თანამშრომლებისთვის კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს სხვადასხვა ტრენინგებს და პროფესიულ ზრდას.

2. ექიმი-ესთეტიკოსი

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, დასვენება 2 დღე.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა აპარატურულ პროცედურებზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მოქმედი სახელმწიფო სერთიფიკატი - ლიცენზია ჩაითვლება უპირატესობად, (შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი მოწმობა);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და ანამნეზის შეკრება;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** ექიმი უნდა იყოს მოტივირებული, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე;
** მოტივირებული თანამშრომლებისთვის კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს სხვადასხვა ტრენინგებს და პროფესიულ ზრდას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე