Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708964&print=yes&view=jobs
 
მიმღები-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები-რეგისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ბრიქსი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბრიქსი", ავლაბარში, აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე დღის ცვლაში. ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლიან კომუნიკაბელურ ადამიანებს ვისაც სურვილი აქვთ განვითარდნენ ტურიზმის სფეროში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველი ღიმილი, რომელიც სტუმრებს დახვდებათ — ჩამოსვლიდან გამგზავრებამდე, და მთელი მათი სტუმრობის განმავლობაში.
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საქმის ადვილად ათვისების უნარი;

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** საქმის ადგილზე შესწავლას;
** კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში;
** კვირაში 2 დღე დასვენება;
საათები: დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.
** ანაზღაურება 1200 ლარი ნეტი
** კვებას;
** განვითარებას ტურიზმის სფეროში;

თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა!

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi2023@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 557 21 23 25; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია