Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708949&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება - სეისმური მონიტორინგის ცენტრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - სეისმური მონიტორინგის ცენტრი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში.

სტაჟირება გაგრძელდება სამი თვე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეისმური სადგურების მონიტორინგი;
** აპარატურის გამართვა;
** საველე გასვლები საქართველოს ტერიტორიაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები).
** ინგლისური ენის ცოდნა;

ქცევითი კომპეტენციები:

** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალობა;
** ველზე მუშაობის სურვილი.

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 7 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ies@iliauni.edu.ge

აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში".

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია