|
დასახელება:
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თამაშობანა
|
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
"თამაშობანა" ცნობისმოყვარეობისა და თამაშის ზეიმია!
გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის, და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც "თამაშობანაში" ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულით და დიდი ცნობისმოყვარეობით.
კომპანია "თამაშობანა" ეძებს მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტს!
რას გთავაზობთ:
** მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
** ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
** საინტერესო პროექტები და გამოწვევები
** სამუშაო საათები - კვირაში 40 საათი, შეთანხმებული გრაფიკით
** ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი
** დაზღვევა კომპანიის მხრიდან 50%-ის თანადაფარვით
** სამუშაო ადგილი - "თამაშობანას" სივრცე მზიურის პარკში
მოვალეობები:
** მომხმარებლების დახვედრა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** სივრცის დათვალიერების ორგანიზება და ზონების გაცნობა
** მომხმარებლების რეგისტრაცია და ერთგული მომხმარებლის პროგრამაში გაწევრიანება
** კაფეს, მაღაზიისა და სხვა სერვისების შესახებ კონსულტაცია
** კაფეს, მაღაზიისა და დამატებითი სერვისების შეთავაზება და რეალიზაციის ხელშეწყობა
** სივრცეში მომხმარებელთა ნაკადის მართვა და მიმართულებების მიცემა
** დაჯავშნების მართვა და მომხმარებლებისთვის დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** "თამაშობანას" პროდუქტების და დამატებითი სერვისების აქტიური შეთავაზება და გაყიდვა
ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება
მოთხოვნები: აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tamashobana.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც თანამშრომლობის დასაწყებად იქნება საჭირო. პერსონალური მონაცემები არ იქნება გადაცემული მესამე მხარეს თქვენ მიერ მიცემული წინასწარი თანხმობის გარეშე და იქნება დაცული მხოლოდ მითითებული მიზნის შესაბამისად.
|
|
|
|