Робота для біженців з України
მარკეტინგის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: თამაშობანა
გამოქვეყნდა: 19 მარტი / ბოლო ვადა: 19 აპრილი
"თამაშობანა" ცნობისმოყვარეობის და თამაშის ზეიმია!

გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის, და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც "თამაშობანაში" ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულით და დიდი ცნობისმოყვარეობით.

"თამაშობანაში" ვეძებთ მარკეტინგის ხელმძღვანელს (Head of Marketing), რომელსაც:

** უყვარს თამაში და ყველაფერს უყურებს ცნობისმოყვარეობით
** უყვარს ხალისით ბრენდის შენება და განვითარება
** შეუძლია მონაცემებზე დაყრდნობით კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება
** აინტერესებს საოჯახო გამოცდილებების შექმნა და უყვარს ბავშვები

რას გთავაზობთ:

** მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
** ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
** შემოქმედებითი თავისუფლება
** საინტერესო პროექტები და გამოწვევები
** სამედიცინო დაზღვევა 50%-იანი თანადაფინანსებით
** სამუშაო ადგილი - მზიურის პარკში
** სამუშაო საათები - კვირაში 40 საათი

ეს როლი მათთვისაა, ვინც მარკეტინგს მხოლოდ კონტენტად არ აღიქვამს. ვისაც შეუძლია სტრატეგიულად ფიქრი, ბიუჯეტთან მუშაობა, მონაცემების წაკითხვა, ანალიტიკა და გუნდის მართვა — ისე, რომ ბრენდს ხასიათი და სული არ დაკარგოს.

თუ გიყვარს ბრენდის ზრდის პროცესი, გესმის ბიზნესის ლოგიკა და გინდა იმუშაო ისეთ სივრცეში, სადაც ბავშვობის სილაღე და დიდების დისციპლინა ერთიანდება — მაშინ "თამაშობანამდე" სწორად მოხვედი!

რას გააკეთებ "თამაშობანაში"?

** შექმნი და მართავ "თამაშობანას" მარკეტინგულ სტრატეგიას
** დაგეგმავ მარკეტინგულ ბიუჯეტებს
** იმუშავებ KPI-ებზე, მონაცემებზე და შედეგებზე
** განავითარებ და გააძლიერებ ბრენდს ყველა შეხების წერტილში
** დაეხმარები გუნდს ზრდაში — ცოდნით, მიმართულებით და მხარდაჭერით
** აღმოაჩენ ახალ შესაძლებლობებს (პროდუქტები, ფორმატები, პარტნიორობები)
** ჩვენთან ერთად ბევრს ითამაშებ!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tamashobana.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც თანამშრომლობის დასაწყებად იქნება საჭირო. პერსონალური მონაცემები არ იქნება გადაცემული მესამე მხარეს თქვენ მიერ მიცემული წინასწარი თანხმობის გარეშე და იქნება დაცული მხოლოდ მითითებული მიზნის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე