|
დასახელება:
ბუღალტერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ჯერარსი
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 18 აპრილი
|
სს "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის ასისტენტის (ხელფასების კომპონენტში) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა სს "ჯერარსი" (მუხიანის ქ. 2ა)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი), 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
კლინიკა "ჯერარსი" ეძებს პასუხისმგებლობიან, დეტალებზე ორიენტირებულ და ანალიტიკური უნარების მქონე კანდიდატს ბუღალტრის ასისტენტის (ხელფასების კომპონენტში) პოზიციაზე, რომელიც ჩაერთვება თანამშრომელთა ანაზღაურების დარიცხვისა და შესაბამისი ფინანსური პროცესების მართვაში.
სამუშაოს აღწერილობა:
** შესაბამისი პროგრამიდან თანამშრომელთა ხელფასებთან დაკავშირებული მონაცემების მოძიება და დამუშავება;
** თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა;
** ფიქსირებული ხელფასისა და მორიგეობის საათების მიხედვით გამომუშავებული ანაზღაურების გადამოწმება და კონტროლი;
** თანამშრომელთა გამომუშავებული ხელფასების დარიცხვის სისწორის გადამოწმება;
** თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და პარტნიორ სადაზღვევო კომპანიის მონაცემებთან შესაბამისობის კონტროლი.
** თანამშრომლების მიერ ავანსად აღებული ხელფასების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბიულეტინით სარგებლობისა და შვებულების ანაზღაურების დაანგარიშება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** საშემოსავლო შეღავათებით მოსარგებლე თანამშრომლების მონაცემების გადამოწმება და შესაბამისი დარიცხვების უზრუნველყოფა;
** ხელფასებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და ანგარიშგებაში მონაწილეობა.
** მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონულ პორტალზე მონაცემების შეყვანა, რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის ან ხელფასების ადმინისტრირების მიმართულებით;
** საქართველოს შრომითი და საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა (ხელფასების დარიცხვის ნაწილში);
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერის ასისტენტი (ხელფასების კომპონენტში) " ან დარეკეთ ნომერზე - 0322 111 112
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|