Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708836&print=yes&view=jobs
 
პროექტის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: KTW დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" შვილობილი კომპამია "KTW დეველოპმენტი", აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მიმართულებით, პროექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Excel, Word, Power Point პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** სამშენებლო სფეროში 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა, ტექნიკური დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

ფუნქციები და მოვალეობები:

** საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტაციის, კორესპონდეციის წარმოება და დაარქივება;
** ფორმა 2-ის წარმოება - პროექტის მენეჯერისთვის დროული მიწოდება;
** კონტრაქტორებისა და ქვე-კონტრაქტორების ურთიერთ შეთანხმებული სამუშაოების უზრუნველყოფა / შემოწმება, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარმოება;
** პროექტის მენეჯერის მიერ მოთხოვნილ მასალათა სპეციფიკაციების მოძიება / მასალათა მოთხოვნის ფორმების მომზადება
** ხარისხის და შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის დროული მოწოდების მოთხოვნა და შენახვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის წარმოება;
** შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროექტის ადმინისტრატორი".

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია