Робота для біженців з України
ღამის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
დაცვის კომპანია "ალგანი" 2004 წელს დაარსდა. ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორტფოლიო 10 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 18:00-10:00 სამ დღეში ერთხელ, ღამის განმავლობაში 2 საათიანი შესვენება, თვეში 1-ხელ კვირა დღეს 24-საათიანი ცვლა.
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა
** მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება
** ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა
** თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების უნარი
** უმაღლესი (არასრული) განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე