Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708779&print=yes&view=jobs
 
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: Gold Way Group
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია შპს "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ხელფასი: 1000-1200₾ (ნეთი)

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო ამონაწერების პროგრამულად გატარება;
** დებიტორული დავალიანებების ნაშთების კონტროლი;
** RS.ge-ზე სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** პირველადი დოკუმენტების შექმნა;
** კომპანიის საბუღალტრო პოლიტიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციებში მონაწილეობა;
** სხვა, მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვის განხრით, ან საბუღალტრო კურსის გავლის სერთიფიკატი);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია MC Office პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** 1C-ში ან Balance-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass;
** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;
** ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hello@goldway.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დამხმარე ბუღალტერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია