Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708778&print=yes&view=jobs
 
მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის სპეციალისტი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა / ჰიბრიდული (40 სთ კვირაში)

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების პროგნოზირება და დაგეგმვა დისტრიბუტორებთან და კომპანიის საოპერაციო გეგმების მიხედვით
** მოთხოვნის პროგნოზირება და დაგეგმვა დისტრიბუტორებთან და მომწოდებლებთან წარდგენა
** საწყობებისა და მარაგების მართვა - DOS/DOH და ეიჯინგის რისკების ანალიზი
** მონიტორინგი/კონტროლი, რომ დისტრიბუტორები აკმაყოფილებენ/ასრულებენ შეთანხმებულ მიწოდების ჯაჭვის KPI- ებს
** დისტრიბუტორების მხარდაჭერა პრეტენზიების მართვაში (პირველადი ტრანსპორტირება, წარმოების დეფექტები და ა.შ.)
** მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული კონტრაქტებისა და დოკუმენტების მართვა
** პროდუქტის აქტიური ჩამონათვალის მართვა
** მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობისა და მომსახურების სხვადასხვა მაჩვენებლების ყოველთვიური/ყოველკვირეული რეპორტების მომზადება

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ან მსგავსი მიმართულებით
** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ ან ანალიტიკურ/რეპორტინგის პოზიციებზე
** ქართული ენა - თავისუფლად, ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel
** ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები
** დინამიურ გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და

რას გთავაზობთ?

** პროფესიონალთა გუნდთან ერთად სწავლა და განვითარება
** კონკურენტული საკომპენსაციო პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი)

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 9 აპრილამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია