Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708760&print=yes&view=jobs
 
მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.

ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს.

დღეს, "პეპელა" 27 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.

პოზიცია: მენეჯერის ასისტენტი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 108-110

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge და სათაურში ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მენეჯერის ასისტენტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია