Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708736&print=yes&view=jobs
 
საკრედიტო ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: კაპიტალ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
საფინანსო ორგანიზაცია "კაპიტალ ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა და ზრდა;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება და ადგილზე ვიზიტი.

პიროვნული უნარები:

** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** პუნქტუალობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** Microsoft WORD, EXCEL-ის პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი (300-1500ლ)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: d.keshelashvili@capitalexpress.ge და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს კაპიტალექსპრესი კანდიდატის პერსონალური მონაცემებს (მათ შორის, სამუშაო გამოცდილების, განათლების, პროფესიული აქტივობების/მიღწევების, კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას) ამუშავებს (შეგროვების, გადახედვის, გამოყენების, ანალიზის, გაზიარების, განხილვის, შენახვის და განადგურების ფორმით) შესაბამის ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

მონაცემები მუშავდება ვაკანტურ პოზიციაზე პირის დასაქმების (კონკურსის დასრულების) ვადით და შემდგომ ნადგურდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც.

კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების ყველა ოპერაცია ეფუძნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია