Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708716&print=yes&view=jobs
 
პროდუქტების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: აგროტექნო
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
შპს "აგროტექნო" აგრარული სექტორის ლიდერი კომაპანიაა საქართველოში, აგროტექნო მომხმარებელს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.

აგროტექნო მუდმივად სთავაზობს მსოფლიო აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს ადგილობრივ მომხმარებლებს!

https://at.com.ge/

https://www.facebook.com/agrotechno/?locale=ka_GE

გახდი ჩვენი გუნდის წევრი, საქართველოს აგრარული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში!

ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: პროდუქტების განვითარების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი (კახეთის გზატკეცილი მე-15 კმ)
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 10:00 სთ დან -18:00 სთ მდე (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

პოზიციის მიზანი:

კომპანიის პროდუქტის პორტფელის განვითარება, არსებული პროდუქტების ეფექტური მართვა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ახალი პროდუქტების მოძიება/დანერგვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პორტფელში არსებული პროდუქტების დეტალური შესწავლა, ანალიზი და -განვითარების/გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** პროდუქტების ტექნიკური, კომერციული და ვიზუალური ინფორმაციის მომზადება (სპეციფიკაციები, აღწერები, ცხრილები, პრეზენტაციები);
** ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით ახალი პროდუქტების მოძიება და მათი დანერგვის ინიციირება;
** გაყიდვების გუნდთან აქტიური თანამშრომლობა - პროდუქტის ტრენინგების ჩატარება, პრეზენტაციების მომზადება და მხარდაჭერა;
** მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია პროდუქტის კომუნიკაციასა და ბაზარზე პოზიციონირების საკითხებში;
** კლიენტებისა და გაყიდვების გუნდის უკუკავშირის შეგროვება და პროდუქტის გაუმჯობესების პროცესში გამოყენება;
** პროდუქტებთან დაკავშირებული შიდა პროცესების კოორდინაცია;
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული პროდუქტების მონიტორინგი და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია აგრო, ინჟინერიის ან ბიზნესის მიმართულებით);
** აგრო მიმართულების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** სასურველია პროდუქტის მართვის ან ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point).

ჩვენ გავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებით უზრუნველყოფა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** ჯანსაღ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@at.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 16 აპრილამდე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ პრზიციის დასახელება - "პროდუქტების განვითარების მენეჯერი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია