|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Step Energy
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 18 აპრილი
|
კომპანია "სთეფ ენერჯი" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის თანამშრომელი
კომპანია "სთეფ ენერჯი" წარმოადგენს განახლებადი ენერგიების სფეროში მოქმედ EPC კომპანიას, რომელიც ახორციელებს პროექტების სრულ ციკლს — ინჟინერიას, შესყიდვებსა და მშენებლობას.
კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და მიიღებს მონაწილეობას კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად განხორციელებაში.
მისამართი: გორის რაიონი, სოფელი კარალეთი
პოზიციის მიზანი
საწყობში არსებული მასალებისა და ინვენტარის ეფექტური მართვის უზრუნველყოფა, პროდუქციის მიღების, აღრიცხვისა და გაცემის პროცესების ორგანიზება და კონტროლი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი: 10:00-14:00
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
** სტაბილური სამუშაო გარემო და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა
** ადგილმდებარეობა: გორი, სოფელი კარალეთი
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მიღება და შემოწმება
** მიღებული პროდუქციის აღწერა და სისტემატიზაცია
** პროდუქციის დახარისხება და სათანადო წესით განთავსება საწყობში
** საწყობიდან გასული პროდუქციის აღრიცხვა და მონიტორინგი
** საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** საწყობის დოკუმენტაციის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე პიროვნება
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".): ngikoshvili@stepenergy.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995599335525
|
|
|
|