Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708656&print=yes&view=jobs
 
ფლორისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფლორისტი
მომწოდებელი: ყვავილების მაღაზია ამელი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
"Amelie Flowers Shop" აცხადებს ვაკანსიას ფლორისტის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ და კრეატიულ ფლორისტს, რომელსაც უყვარს ყვავილებთან მუშაობა და შეუძლია შექმნას ესთეტიკური, თანამედროვე და განსხვავებული თაიგულები და კომპოზიციები.

თუ გსურთ, იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება შემოქმედებითი ხედვა, დეტალებისადმი ყურადღება და პროფესიონალიზმი — მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შეუერთდებით.

ძირითადი მოვალეობები:

** თაიგულებისა და ყვავილოვანი კომპოზიციების შექმნა
** მომხმარებლის კონსულტაცია და მათთვის შესაბამისი თაიგულის შეთავაზება
** ინდივიდუალური შეკვეთების შესრულება
** ყვავილების ხარისხის კონტროლი და მოვლა
** მაღაზიის ვიტრინისა და სივრცის ესთეტიკური გაფორმება
** შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომზადება
** ყვავილების მარაგის კონტროლი

მოთხოვნები:

** ფლორისტად მუშაობის გამოცდილება
** თანამედროვე თაიგულებისა და კომპოზიციების შექმნის უნარი
** კრეატიულობა და ესთეტიკური ხედვა
** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** შემოქმედებით და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას

ანაზღაურება: 1600 ლარი
მაღაზია მუშაობს 09:00-22:00
სრული სამუშაო გრაფიკი (კვირში 40 საათი, განრიგი ინდივიდუალური შეთანხმებით)
ლოკაცია: თბილისი, ფალიაშვილის 68

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: amelieevents1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია