Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708625&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთან ურთიერთობის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის კოორდინატორი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
თუ გაქვს მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაციის ან გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში, "ბლუ უოთერსი"-ს გუნდში შენ გეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე!

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters

პოზიციის მიზანია:

** არსებულ მომხმარებლებთან ანგარიშსწორების კოორდინაცია
** პრობლემური ქეისებზე რეაგირება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება
** გადახდის ვადების კონტროლი და მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება ჩარიცხვების უზრუნველსაყოფად
** CRM სისტემაში მონაცემთა სრულყოფილად ასახვა

რას გააკეთებ:

** აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია; დამკვეთებთან დაკავშირება გადახდის ვადების და პირობების შეხსენების მიზნით.
** ჩარიცხვების კონტროლი
** პრობლემურ ქეისებზე კონსულტაციის გაწევა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება
** მომხმარებლებთან გადახდის პირობების შეთანხმება და შეთავაზების გაკეთება
** მონაცემთა ბაზის წარმოება-მონაცემების CRM ში აღრიცხვა, ინფორმაციის სისტემიზაცია
** ყოველთვიური რეპორტის წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელისთვის
** გუნდებს შორის კოორდინაცია: მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით.
** დედლაინების განსაზღვრა და მონიტორინგი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1200 ლარი, KPI-ით განსაზღვრულ ბონუსს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემებს
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება) განიხილება ჰიბრიდულ რეჟიმში
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/CustomerRelationsCoordinator/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია