Робота для біженців з України
ტექნიკური სპეციალისტის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტის დამხმარე
მომწოდებელი: Hazet Georgia
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
188 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდი "HAZET GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის დამხმარეს პოზიციაზე. ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა. ასევე პრეტენდენტი იქნება დატრენინგებული გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.

დასაქმებული ძირითად ტექნიკოსს დაეხმარება და თავადაც მიიღებს კომპეტენციას ისეთ სამუშაოებში როგორიცაა:

** საკუთარი ძალებით მსუბუქი ინდუსტრიული/საოჯახო ტექნიკის ინსტალირება
** ლოკაციებზე ტექნიკური გაყვანილობების გამართულობის უზრუნველყოფა (დაქსელვა, მონიტორინგი, ა.შ)
** ტექნიკური თუ საოპერაციო პრობლემის აღმოსაფხვრელად ზომების მიღება ექსპლატაციის ნორმების სრული დაცვით
** პარტნიორ ორგანიზაციებში გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის განხორციელება;
** კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მხოლოდ B კატეგორიის მექანიკის მართვის მოწმობის ფლობა
** ტექნიკური ხელსაწყოების გამოყენების მინიმალური დონე
** მცირე ზომის საოჯახო/ინდუსტრიული დანადგარების ინსტალაციის გამოცდილება (ტელევიზორი, დაცვის ვიდეოკამერები, ყავის აპარატი, სერვერები.დაა.შ)
** საინსტალაციო ლოკაციაზე მომხმარელთან გამართული კომუნიკაციის უნარი

(სამუშაო პროცესების წარსამართავად.კომპანია თავად გამოუყოფს ავტომობილს)

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** ინიციატივის უნარი.

ლოკაცია: თბილისი, დიღომი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 9:30-18:30
ხელფასი: 1400-1600 ლარი (გამომდინარე კვალიფიკაციის დონიდან) ზრდის პერსპექტივით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hazetgeorgia@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე