Робота для біженців з України
ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის თანამშრომელი
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"ბორუსან CAT საქართველოს" წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

კომპანია "ბორუსან CAT საქართველოს" წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტში 3-12 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.

სტაჟირების პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას:

** დაიწყოთ კარიერა HR და ადმინისტრირების სფეროში საერთაშორისო კომპანიაში
** გაეცნოთ კომპანიის შიდა პროცესებსა და თანამედროვე HR პრაქტიკებს
** იმუშაოთ რეალურ HR და ადმინისტრაციულ პროექტებზე
** ჩაერთოთ რეკრუტინგისა და სწავლება-განვითარების პროცესებში
** იმუშაოთ გამოცდილი პროფესიონალების გუნდთან ერთად
** განივითაროთ კომუნიკაციის, ორგანიზებისა და ბიზნეს პროცესების მართვის უნარები

სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 118
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:30
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება და ლანჩი

ბორუსან CAT საქართველო არის ამერიკული ბრენდის Caterpillar-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში 1997 წლიდან (http://borusancat.ge/)

წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში კანდიდატები მოხვდებიან კომპანიის კანდიდატთა მონაცემთა ბაზაში და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ.

ძირითადი მოვალეობები:

სტაჟიორი ჩაერთვება HR და ადმინისტრაციის დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში და დაეხმარება გუნდს ოპერაციული პროცესების მხარდაჭერაში:

** მენეჯმენტისა და დეპარტამენტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და რეპორტების მომზადება, განახლებასა და თარგმნაში დახმარება (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
** რეკრუტინგისა და ონბორდინგის პროცესების მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში
** ტრენინგების, სასწავლო პროგრამებისა და L&D პროცესების კოორდინაციული მხარდაჭერა
** კომპანიის შიდა აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული
** ქართული ენა სრულყოფილად, ინგლისური მინიმუმ B2 დონეზე
** კარგი კომუნიკაციის, დროის მართვის და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 13 აპრილი, 2026

გისურვებთ წარმატებებს!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნებისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად შეინახება და დამუშავდება 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე