|
დასახელება:
მარკეტინგის სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
Borusan CAT
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
"ბორუსან CAT საქართველოს" წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სტაჟიორის პოზიციაზე.
პოზიციის აღწერა:
კომპანია "ბორუსან CAT საქართველოს" წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში მარკეტინგის სტაჟიორის პოზიციაზე 3-12 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.
სტაჟირების პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას:
** დაიწყოთ კარიერა მარკეტინგის სფეროში საერთაშორისო კომპანიაში
** გაეცნოთ კომპანიის მარკეტინგულ და CRM პროცესებს
** ჩაერთოთ მომხმარებელთა აზრის კვლევისა და მომხმარებელთა კომუნიკაციის პროცესებში
** მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება ლიდების მართვასა და მონაცემთა დამუშავებაში
** იმუშაოთ გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად
** განივითაროთ კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და ბიზნეს პროცესების მართვის უნარები
სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 118
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:30
დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება და ლანჩი
ბორუსან CAT საქართველო არის ამერიკული ბრენდის Caterpillar-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში 1997 წლიდან (http://borusancat.ge/)
წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში კანდიდატები მოხვდებიან კომპანიის კანდიდატთა მონაცემთა ბაზაში და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ.
ძირითადი მოვალეობები:
სტაჟიორი ჩაერთვება მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში და დაეხმარება გუნდს შემდეგ პროცესებში:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია მომხმარებელთა აზრის კვლევის ფარგლებში და შესაბამისი უკუკავშირის შეგროვება
** მომხმარებელთა მონაცემებისა და მიღებული ინფორმაციის სწორად და დროულად დაფიქსირება სისტემაში
** კვლევის შედეგების სისტემატიზაცია და ანგარიშების მომზადებაში დახმარება
** მარკეტინგის გუნდის მხარდაჭერა მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების პროცესში
** კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ლიდის რეგისტრაცია CRM სისტემაში
** დარეგისტრირებული ლიდების შესაბამის დეპარტამენტებში სწორად გადამისამართება
** კომპანიის შიდა აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** სასურველია მარკეტინგის ან ბიზნესის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული
** ქართული ენა სრულყოფილად, ინგლისური მინიმუმ B2 დონეზე
** კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის მართვის და ორგანიზების უნარი
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 13 აპრილი, 2026
გისურვებთ წარმატებებს!
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნებისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად შეინახება და დამუშავდება 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|