|
დასახელება:
რესტორნის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
რესტორანი ეძებს პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ რესტორნის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას, გუნდის ეფექტურ მართვას და რესტორნის ოპერაციების სრულყოფილ ორგანიზებას.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ეფექტური მართვა
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმრებისთვის მაღალი დონის გამოცდილების უზრუნველყოფა
** პერსონალის მართვა, გადამზადება და მოტივაცია
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და ოპერაციული პროცესების კოორდინაცია
** მარაგების კონტროლი და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
** გაყიდვებისა და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი
** სანიტარული, უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი უკუკავშირის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რესტორნის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** ლიდერული და ძლიერი ორგანიზაციული უნარები
** სტუმართმოყვარეობის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას
** კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: s.maisuradze.hr@gmail.com და საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|