|
დასახელება:
იურისტი
|
| მომწოდებელი:
Next Door
|
|
გამოქვეყნდა: 17 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ნექსთ დორ" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)
ძირითადი მოვალეობები:
** ხელშეკრულებების და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი.
** კორესპონდენციის წარმოება.
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი.
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებთან. (საჯარო რეესტრი, მერია და ა.შ)
** ადმინისტრაციული საჩივრების შედგენა.
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით. (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება).
** იურისტად მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია).
დარგობრივი კომპეტენციები და უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სახელშეკრულებო სამართალი: ნასყიდობის, ნარდობის, იჯარისა და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადების, ანალიზისა და ექსპერტიზის უნარი;
** სანივთო და რეესტრის სამართალი: უძრავ ქონებაზე უფლებების რეგისტრაციის პროცედურების ცოდნა, საკადასტრო ნახაზებისა და ამონაწერების ანალიზის უნარი;
** მარეგულირებელთან ურთიერთობა: მუნიციპალურ ინსპექციასთან, არქიტექტურის სამსახურთან და საჯარო რეესტრთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** რისკების მართვა: ხელშეკრულებებში არსებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება (ვადები, პირგასამტეხლოები, ფორსმაჟორული დათქმები);
** დოკუმენტბრუნვა: სამშენებლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (აქტები, ოქმები, ხარჯთაღრიცხვები) სისტემატიზაციისა და ადმინისტრირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@nextdoor.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|