Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708542&print=yes&view=jobs
 
ქსელის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: ოპტიმისტი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
კომპანია "ოპტიმისტი" აცხადებს ვაკანსიას - ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

პოზიციის მიმოხილვა:

გაყიდვების ქსელის მენეჯერი უზრუნველყოფს კომპანიის ფილიალების ეფექტიან მართვას, თანამშრომლების როტაციისა და განაწილების კოორდინაციას, ოპერაციების კონტროლს და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებას.

მოვალეობები:

** კომპანიის ფილიალებში ხშირი ვიზიტები
** გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა
** გაყიდვების გუნდისთვის თანამშრომლების შერჩევა და ონბორდინგის პროცესში ჩართულობა
** თანამშრომლების როტაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა
** თანამშრომლებისთვის წამახალისებელი, სამოტივაციო აქტივობების დაგეგმვა
** თანამშრომლებისთვის ტრენინგების ორგანიზება
** თანამშრომლებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება
** ფილიალების ვიდეო მონიტორინგი
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანალიტიკის ჩატარება

ძირითადი მოთხოვნები:

** გუნდის მართვის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
** ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, ოპტიკოსის პროფესიის დაუფლებას
** მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას

ანაზღაურება:

** ფიქსირებული 2800 ლარი (gross)
** ბონუსი (საქმის სპეციფიკის შესწავლის და სამუშაო პროცესში დამოუკიდებლად და სრულად ჩართვისთანავე)

კომპანია "ოპტიმისტის" მიერ გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@optimist.ge გთხოვთ, Subject ველში აუცილებლად მიუთუთოთ ვაკანსიის დასახელება - "ქსელის მენეჯერი".

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია