Робота для біженців з України
დარბაზის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე შემდეგ ფილიალში: მოსკოვის გამზირი იარაჯულის #3

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 08:00-15:30 სთ
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე
** ანაზღაურება: 1200 ₾

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება.
** ზრუნვა პროდუქციის მერჩენდაიზინგის წესის დაცვით განთავსებაზე
** პროდუქციის გეგმური აღწერების განთავსება
** თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი აზროვნების უნარი.
** დაკვირვების უნარი.
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდში მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/ ან გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@zgapari.ge

"ზღაპრის" გუნდი გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე