Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708513&print=yes&view=jobs
 
შეფ-მზარეული - სოფ. მეფისქალაქი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: შატო მეფისქალაქი
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
"შატო მეფისქალაქი" აცხადებს ვაკანსიას ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

ლოკაცია: შიდა ქართლი, სოფ. მეფისქალაქი (გარიყულა)

ჩვენ შესახებ:

შატო მეფისქალაქი არის ბუტიკური სტილის სასტუმრო და 3 საუკუნის ისტორიის მქონე მარანი, რომელიც აერთიანებს ღვინის კულტურას, გასტრონომიასა და სტუმართმოყვარეობას. ჩვენი სივრცე ქმნის გამორჩეულ გამოცდილებას როგორც ყოველდღიური სტუმრებისთვის, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის.

Facebook: https://www.facebook.com/share/1MefuWjdiS/?mibextid=wwXIfr

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან შეფ-მზარეულს, რომელიც უზრუნველყოფს სამზარეულოს ეფექტურ მართვას, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვას და მრავალფეროვანი მენიუს განვითარებას სხვადასხვა კონცეფციის სივრცეებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს საოპერაციო პროცესებში აქტიური მონაწილეობა
** კერძების გემოსა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი
** რეცეპტურების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესება
** სხვადასხვა ტიპის მენიუს შექმნა და განვითარება
** მენიუს პერიოდული განახლება
** სამზარეულოს ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია
** ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შედგენა და კონტროლი
** მარაგებისა და შესყიდვების ეფექტური მართვა
** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, კონტროლი და ანგარიშგება ფინანსურ დეპარტამენტთან
** HACCP სტანდარტების დაცვა და კონტროლი
** გუნდის მართვა და ტრენინგების ჩატარება

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-5 წლიანი გამოცდილება შეფ-მზარეულის პოზიციაზე
** ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს ცოდნა
** მენიუს დაგეგმვისა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება
** ლიდერული და მენეჯერული უნარები
** დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობა

პირობები:

** კონკურენტული ანაზღაურება
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** უნიკალურ და მზარდ პროექტში მონაწილეობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@mephiskalaki.ge სათაურში მიუთითეთ: შეფ-მზარეული - შატო მეფისქალაქი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია