Робота для біженців з України
საწყობის სამეურნეო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სამეურნეო მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სამეურნეო მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (საოფისე)

პოზიციის შესახებ

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და პრაქტიკულ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის სამეურნეო პროცესების გამართულ მართვას. პოზიცია მოიცავს როგორც საორგანიზაციო, ასევე ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაციას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** საწყობის სამეურნეო პროცესების ყოველდღიური მართვა;
** მცირე სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** კომუნალური ხარჯების აღრიცხვა და გადახდების კონტროლი;
** საკანცელარიო და სამეურნეო მასალების მარაგების მართვა და დროული შესყიდვა;
** სასაწყობე ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწყობის ინვენტარის აღრიცხვა და მონიტორინგი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და პროცესების გამართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, ფინანსების ან ტექნიკური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური საკითხების საბაზისო ცოდნა (შენობა-ნაგებობა, ინვენტარი, მცირე სარემონტო პროცესები);
** MS Office-ის ცოდნა;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** პროაქტიული მიდგომა სამუშაოს მიმართ.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557 577442

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 14.04.2026 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/50QdvrIHbm
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე