Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=708506&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 17 მარტი / ბოლო ვადა: 17 აპრილი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი ქალაქგარეთ - თბილისიდან 1 საათში.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დაზღვევას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას;

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე resortvacancyemail@gmail.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია